– მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, დიდ მადლიერებას უცხადებს ყველას, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს სხვებზე ზრუნვაში ატარებს, საავადმყოფოებში, თავშესაფრებსა და სახლებში.
„თქვენ განასახიერებთ იმ ღირებულებებს, რომლებსაც შობა წარმოადგენს: სოლიდარობას და თანაგრძნობას. განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებზე. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი საბოლოოდ მოიტანს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას და უსაფრთხო, აყვავებულ მომავალს ჩვენს კავშირში“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.