“გიორგი ს ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც…” – ჯიქიას აგენტი

გიორგი ჯიქიას აგენტმა კაჰორ მუმინოვმა Championship-თან ინტერვიუში მისი კლიენტის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 32 წლის ფეხბურთელი თურქული “ანტალიასპორის” ღირსებას იცავს.
მუმინოვის თქმით, ჯიქია ს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს.
“მახსოვს, შემოდგომაზე, როდესაც ზედიზედ ორი გოლი გაიტანა, დავურეკე. გიორგიმ მითხრა, რომ ეს მისთვის დიდი ხნის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა თავს ბედნიერად გრძნობდა.
ჯიქია ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უყვება, თუ რამდენად კარგია თურქეთში. ის დიდი შიშითა და უნდობლობით წავიდა, მაგრამ სწრაფად ადაპტირდა.
გიორგი ნამდვილი კლდე და ძლიერი პიროვნებაა.
თურქეთის სუპერლიგის უპირატესობა ის არის, რომ ასაკი არავის აინტერესებს. ვაგნერ ლავი 37 წლის ასაკში პატარა გუნდ “ალანიასპორში” გადავიდა და უამრავი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, ის “ბეშიქთაშმა” შეიძინა.
სხვათა შორის, ის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს. თუნდაც ამხანაგურ მატჩებზე”, – თქვა მუმინოვმა.
ცნობისთვის, ჯიქიას რუსეთის ნაკრებში 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია.
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა – ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც “ბარსელონაში” თამაში სურს
“მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება” – “ლოკომოტივის” მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
“ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს – რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ” – საფეხბურთო აგენტი
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
“სპარტაკიდან” წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს