ევანგელურ-ლუთერული ეკლესია შობას დღესასწაულობს

დღეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ქრისტეშობასთან დაკავშირებით საზეიმო მსახურება გაიმართა, რომელსაც ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორი, ვიქტორ მიროშნიჩენკო უძღვებოდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის შერიგების ლუთერულ ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.
„საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ასათიანი, ანალიტიკოსი სერგო კერესელიძე და პროტოკოლის მენეჯერი თამარ კავილაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.