აშშ ცდილობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩინეთი ინდოეთთან დაძაბულობის შემცირების გამოყენებით ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობს“.
ლინ ძიანის თქმით, ჩინეთი ინდოეთთან ურთიერთობას სტრატეგიულ და ხანგრძლივ პერსპექტივაში განიხილავს.
„სასაზღვრო საკითხები მხოლოდ ჩინეთისა და ინდოეთის განსახილველია. ამ საკითხში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევას ვეწინააღმდეგებით“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.




