ტრამპის მარშრუტის პროექტის (TRIPP) განხორციელების პრაქტიკული ფაზა, მშენებლობის დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან პროექტის – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ – სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company სომხეთში დარეგისტრირდება და მიენიჭება უფლებამოსილება განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზა, გზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზები.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე თვეში ასევე განაცხადა, რომ პროექტის – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) – სატრანსპორტო ქსელის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება.




