დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ დაახლოებით 800 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.
სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელი ამ მხრივ რეკორდულია. 2025 წელს სახელმწიფომ საცხოვრებელი 3 000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
პროგრამის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩიონ საცხოვრებელი. შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა 2014 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.
დევნილთა სააგენტოს განცხადებით, სახლების შესყიდვის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის




