ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით

ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით
საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას და თანაზიარია იმ პოლიტიკის რა პოლიტიკისაც აწარმოებს მთავრობა, ამიტომაც არის მშვიდობა და სტაბილურობა ამ ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live”.
„სერბეთის პატრიარქმა ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოს მიმართ. თავად დამათვალიერებინა წმინდა საბას ტაძარი და ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენი პატრიარქის მიმართ.
მე არ მახსოვს ასეთი სიყვარულის გამოხატვა სხვა ერების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერს დიდი პატივს ვცემ. ჩვენ ეკლესიას რატომ სცემენ დიდ პატივს, რომ ძალიან მყარად დადგა – ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ამ სიყვარულით, ამ ურთიერთობებით აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთიან საქართველოში. ამისი ძალიან დიდი რწმენა მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა