დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას არ ესმის ომის დასრულების შესახებ დაპირებას ტრამპი როგორ შეასრულებს

ს ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას არ ესმის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შესახებ დაპირებას თეთრი სახლის ექსლიდერი როგორ შეასრულებს.

„ჩვენ არ გვესმის, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. არანაირი კონტაქტები არ ყოფილა“, – ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, -ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით სიტუაციას „ძალიან სწრაფად“ მოაგვარებს. ის აცხადებს, რომ დიალოგში შეძლებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ჩართვას.