„აღკვეთის ღონისძიების საკითხს რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ“ – ლილუაშვილის ადვოკატი

აღკვეთის ღონისძიების საკითხს რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მისი თქმით, ლილუაშვილს დასამალი არაფერი აქვს.
„საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს, უპასუხოს [კითხვებს]. ყველაფერი გამოჩნდება საქმის არსებითი განხილვის დროს. რაც დავადასტურე, რაც ვთქვი ბატონი გრიგოლის გადმოცემით, იმას ვადასტურებ”, – განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა – გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება