რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 12 რეგიონში, ასევე აზოვის ზღვის თავზე 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსულიმედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 62 უპილოტო საფრენი აპარატი – ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 ტულის ოლქში, 11 – კალუგაში, 9 – მოსკოვის ოლქში, 8 ადიღეში, 7 კრასნოდარში, ექვს-ექვსი ყირიმსა და როსტოვში, ხუთი-ხუთი ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში და აზოვის ზღვის თავზე, 4 კურსკის ოლქში და ერთი – ვოლგოგრადში.
რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარის ტემრიუკის პორტში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის ორ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.



