დღეს მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს

დღეს მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს
“დღეს მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა.
ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ნახევარი საუკუნე უდიდესი გამოწვევებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე და საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ურთულესი პერიოდი ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაიარა.
მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს თანამედროვე ისტორიის წინაშე განუზომლად დიდია! მისმა სიბრძნემ, ჩვენთვის მოცემულმა შენდობისა და შერიგების მაგალითმა, უფლისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულმა, ჩვენს ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანა!
ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ერის, სამშობლოსა და დედა ეკლესიის სიმტკიცისთვის დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ.”- წერს პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს