კოსმოსურმა ტელესკოპმა ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც ლიმონის ფორმა აქვს – The New York Times

კოსმოსურმა ტელესკოპმა ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც ლიმონის ფორმა აქვს – The New York Times
„ჯეიმს ვების“ კოსმოსურმა ტელესკოპმა კოსმოსზე დაკვირვების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პლანეტა აღმოაჩინა. ობიექტი PSR J2322-2650b გარეგნულად ლიმონს წააგავს და მკვეთრად განსხვავდება ადრე აღმოჩენილი კოსმოსური სხეულებისგან.
The New York Times-ის ცნობით, პლანეტა, რომელიც ზომით იუპიტერს შეედრება, თავისი ვარსკვლავიდან სულ რაღაც 1 მილიონი მილის დაშორებით მდებარეობს, რაც უკიდურესად მცირე დისტანციაა. მასზე წელიწადი 8 დედამიწისეულ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება. სისტემის ვარსკვლავი არის პულსარი – სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის ძლიერი გრავიტაციაც პლანეტას პირდაპირი მნიშვნელობით წელავს და მას წაგრძელებულ, ლიმონისებრ ფორმას სძენს.
სისტემის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ პულსარი ძირითადად გამა-დიაპაზონში ასხივებს, რაც „ვების“ ტელესკოპისთვის უხილავია. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, დაენახათ თავად პლანეტის სპექტრი ისე, ვარსკვლავის შუქის გარეშე.
ანალიზმა აჩვენა, რომ პლანეტის ატმოსფერო თითქმის მთლიანად ჰელიუმისა და ნახშირბადისგან შედგება. ეს ძალზედ უჩვეულოა, რადგან ცნობილი პლანეტების უმეტესობისთვის ძირითადი ელემენტები ჟანგბადი და აზოტია.

ასევე დაგაინტერესებთ