გიორგი კეპულაძე: მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა. მათ ფაქტობრივად პროკურატურით დაემუქრა

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა. მათ ფაქტობრივად პროკურატურით დაემუქრა. 3 წუთიან ვიდეოში მოვისმინეთ არგუმენტები, რომელიც სიმართლესთან ახლოსაა და ასევე დიდი დოზით პოპულიზმი. დიახ, ბაზარზე არის პრობლემები (მაგალითად, ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლისთვის დაწესებული ბარიერები), მაგრამ ფასებს პროკურატურა და „დაჭერები“ ვერ უშველის. ამას სჭირდება კონკურენციის გაჯანსაღება და არა პოლიციური რეიდები, რაც საბოლოოდ ან დეფიციტს გამოიწვევს, ან ბიზნესის გაკოტრებას. მთავრობას პირველი, რაც შეუძლია გააკეთოს არის გადასახადების დაწევა. ევროპულ ფასებს რომ ვადრით ქართულს, იქ სურსათზე დღგ გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. ბიზნესის “დატერორება” ფასებს გრძელვადიანად ვერ შეამცირებს. პრობლემა გაცილებით კომპლექსურია: ლარის კურსი და ინფლაცია, იმპორტზე დამოკიდებულება, სუსტი ადგილობრივი წარმოება და დიახ, კონკურენციის პრობლემებიც, რომელსაც ცივილიზებული ფორმით მოგვარება სჭირდება” – წერს ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე და კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
დღეს კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში სურსათის პროდუქტი უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში და აღნიშნული კომპანიების მოგების მარჟას დააბრალა. მან -ს მოუწოდა, რომ საკითხი შეისწავლოს.