ჯო ბაიდენსა და რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვის, ღაზის სექტორისა და უკრაინის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ავრცელებს.
„მათ იმის შესახებ ისაუბრეს, რაც წითელ ზღვაში ხდება და „ჰუსიტების“ შესაძლებლობების დარღვევისა და დაქვეითების მიზნით საერთაშორისო მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობა განიხილეს“, – განაცხადა მ.
ჯონ კირბის ცნობით, ბაიდენმა და სუნაკმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის შემცირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ასევე, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელი საჭიროების შესახებაც ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ სავალდებულო გარანტიების სისტემაში – უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს, ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და შემდეგ – დავეხმარებით მიწაზე ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო მისიებით

დონალდ ტრამპი – შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გავთიშეთ, ოპერაციამ დაადასტურა, რომ აშშ-ს ყველაზე შიშისმომგვრელი სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში – ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე, ეს შესანიშნავი იყო