ჯოზეფ ბორელი – მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის დრო, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა.
„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც ს თავის დასაცავად სჭირდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს. ასევე, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინის იარაღით მხარდაჭერის ფონდის შესახებ.
„იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 5 მილიარდი ევროთი შევავსოთ, რათა უკრაინის დახმარების ფონდი შეიქმნას“, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს