იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლიმ“ „ბოლონიას“ 2:0 დავიდ ნერესის დუბლით სძლია და ტიტული მესამედ მოიგო. უნდა ითქვას, ის უკანასკნელ ხანს ჩინებულად თამაშობს და მედიაც აქებს.
„ტუტოსპორტი“ „გაძეტა დელო სპორტზე“ დაყრდნობით წერს:
გენიალური ბომბარდირის შოუ, „ნაპოლი“ ნერესის გუნდია, „კვარა“ ვინაა?
„ნერესმა ნეაპოლი დაიპყრო. კვარაცხელიას მოგონება უკვე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. დავიდმა ფართოდ გაშალა ფრთები და ვინ იცის, შეძლებს ახლა ბოლოს და ბოლოს ფენომენალური „კვარას“ უზარმაზარი, დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას.
მას „ნაპოლიში“ ხვიჩა უნდა შეეცვალა, მწვერვალისკენ სვლა ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ქართველმა ტრავმა მიიღო და ბრაზილიელს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების საშუალება მიეცა, სან-პაულუს ქუჩებში გაზრდილმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და ერთი თვის მანძილზე თავი წარმოაჩინა. ტრავმების სერიის გამო მეოთხე სკუდეტოსთვის ფინალურ ბრძოლაში გადამწყვეტი ვერ იყო, თუმცა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. ერ-რიადში კი ისე გაიბრწყინა, უკეთესს ვერც ინატრებდა, რადგან მხოლოდ გოლების გატანით როდი გამოირჩა, არამედ გუნდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა“.
საზონოვს მალე, ალბათ, “ტორინოს” დატოვება მოუწევს
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? – რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
ნერესმა ტრავმა მოირჩინა და “ნაპოლის” დახმარებას შეძლებს
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე – ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
საგანგაშო ვითარება – არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?
ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია “ფონტენესთან”
რატომ ვერ ითამაშა ხვიჩამ? – პსჟ-მ ტრიუმფალური წელი გამარჯვებით დაასრულა
“რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ” – კაპელომ “ნაპოლიზე” ისაუბრა
ნაახალწლევს პსჟ-ს და “კვარას” მარათონი იწყება – იხილეთ კალენდარი
ნერესი: “კვარას” მემკვიდრე ვარ? – ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც მთელ ჩემს კარიერაში
ნერესი “ნაპოლის” მომავალ ორ მატჩშიც ვერ დაეხმარება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ – “ნაპოლიმ” სტუმრად “რომას” სძლია
“კვარაცხელიას წასვლა “ნაპოლისთვის” დიდი დანაკლისი და პრობლემაა” – იტალიელი მწვრთნელი



