ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო!“
სამხარაძისთვის საამაყოა, რომ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძვის.
„ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო! ადრე პოსტი დავწერე, რომელიც კორუმპირებული, გარყვნილების პროპაგანდისტი, ევროპელი ბიუროკრატი ჩინოსნების დასანქცირებას ეხებოდა! მიხვდებით მერე როგორი გოთვერნები იყავით, საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშეთქო! ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება, გადამთიელი უცხოელებისგან! სიამაყეა, რომ ერისკაცთან, ბატონ ბიძინასთან და „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახთან ერთად ვიბრძვი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, სუვერენიტეტის და მშვიდობის გამყარებისათვის! რა დამაკლეს ჩამოშლილ ევროპის ქვეყნებში რომ ვერ შევალ? არაფერიც! იმდენი ლამაზი ქალაქი და სოფელი გვაქვს ჩვენს დალოცვილ მიწაზე, რომ არცერთი ქვეყნის სილამაზეს არ ჩამოუვარდება! მირჩევნია ძუყნურში ვიქეიფო ჩემს ხალხთან, ვიდრე ეიფელის კოშკზე, ორი კაცის კოცნაობას და ჯვრისწერას ვუყურო!“- წერს სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა