დიმიტრი პესკოვი – აშშ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციებს კარგად იცნობს

აშშ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციებს კარგად იცნობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთის პოზიციის ყველა ძირითადი პარამეტრი აშშ-ში ჩვენი კოლეგებისთვის კარგად არის ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა მაიამიში გამართული შეხვედრების შესახებ ვლადიმერ პუტინს დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
„ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ შემდგომი პოზიცია სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ და უახლოეს მომავალში კონტაქტები გავაგრძელოთ“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…