ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია დღგ-ს, საბანკო საკომისიოების, რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ზრდაზე, რომლებიც პირდაპირ აისახება საბოლოო მომხმარებელზე – „რითეილ ასოციაცია“ ს პასუხობს

ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია დღგ-ს, საბანკო საკომისიოების, რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ზრდაზე, რომლებიც პირდაპირ აისახება საბოლოო მომხმარებელზე – „რითეილ ასოციაცია“ ს პასუხობს
რითეილ ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი – ასე პასუხობს დარგობრივი გაერთიანება ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ქვეყანაში სურსათზე არსებული მაღალი ფასები.
რითეილ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიზნესგაერთიანებას დღგ-ს, საბანკო საკომისიოების და რეგულაციებიდან გამომდინარე გაზრდილი ხარჯების შესახებ, რაც საბოლოო პროდუქტის ფასზე აისახება არაერთხელ გაუკეთებია განცხადება. დარგობრივ ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კერძო და საჯარო სექტორის სტრუქტურირებული დიალოგის პირობებშია შესაძლებელი.
„რითეილ სექტორი მუდმივად მოქმედებს გამჭვირვალობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპების შესაბამისად და წლების განმავლობაში ღიად და არგუმენტირებულად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც FMCG სექტორის წინაშე დგას.
ჩვენი პოზიციები არაერთხელ დაფიქსირებულა როგორც საჯარო კომუნიკაციის ფარგლებში, ისე პროფესიულ დისკუსიებსა და სამუშაო ფორმატებში.
ასოციაცია სრულად არის ღია სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებთანაც გვაკავშირებს პარტნიორული და კონსტრუქციული თანამშრომლობა. სექტორი ფუნქციონირებს მკაცრი ფინანსური დისციპლინის პირობებში — ფინანსური ანგარიშგება საჯაროა, ხოლო კომპანიებს აქვთ ფინანსური აუდიტის ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტესა და სანდოობას, აღნიშნულს კი ბოლო პერიოდის სიღრმისეული და კომპეტენტურ კვლვევებზე დაფუძნებული ანალიზიც ამყარებს. ამ კონტექსტში, ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი, მათ შორის მათი წარმომავლობა, სტრუქტურა და ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე.
ასოციაციას არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), საბანკო საკომისიოები, ასევე, რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ზრდა, რომლებიც პირდაპირ აისახება საბოლოო მომხმარებელზე.
მიგვაჩნია, რომ კერძო და საჯარო სექტორებს შორის სტრუქტურირებული დიალოგი წარმოადგენს საუკეთესო გზას არსებული გამოწვევების ერთობლივი გააზრებისა და ორმხრივი კონსენსუსის მიღწევისათვის. სწორედ ასეთი თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თანაბრად გაითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ რეალობას, ისე სოციალურ პასუხისმგებლობას.
ასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და საკუთარი ექსპერტიზითა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით ხელი შეუწყოს მომხმარებლისა და ბიზნესის კეთილდღეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მ განაცხადა, რომ პროდუქტზე ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატითაა განპირობებული, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. მან საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნითაც მიმართა.