საქართველო უნდა ვაიძულოთ, საშინაო პრობლემები სხვა გზით გადაჭრან – პუტინი ბუშს 2008 წელს

ამერიკულმა საარქივო ორგანიზაცია National Security Archive-მა გაასაჯაროვა 2008 წლის 6 აპრილით დათარიღებული შეხვედრის ჩანაწერი. ამ დღეს მაშინდელი -ს პრეზიდენტი, და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს უკანასკნელად შეხვდნენ. შეხვედრა ს საპრეზიდენტო ვადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა.
სხვადასხვა საკითხთებთან ერთად პუტინი საუბარში საქართველოს, მის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და NATO-ს საკითხსაც შეეხო.
საუბარში პუტინი ირწმუნებოდა, რომ სა და ცხინვალის საკითხი საქართველოს შიდა პრობლემაა და არსებობდა “ეთნიკური პრობლემები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა”. პუტინი ბუშთან ირწმუნებოდა, რომ საქართველო, NATO-ში მიღების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო გზით აღდგენას ეცდებოდა და საუბრობდა საქართველოსთვის “საშინაო პრობლემის” სხვა გზით მოგვარების იძულების აუცილებლობაზე. ის -ს პრეზიდენტს აშინებდა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ ავღანეთის მსგავსი პარტიზანული ომი დაიწყებოდა, რომელშიც ჩრდილოკავკასიელი შეიარაღებული ჯგუფებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. ს პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნური და სხვა ჩრდილოკავკასიური დაჯგუფებები ს ომის დროს მოსკოვის დახმარებით არ გაგზავნილან. პუტინმა ამავე საუბარში აღნიშნა, რომ ს სპეცსამსახურებმა მოკლეს შამილ ბასაევი, ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერი და ტერაქტების ავტორი ჩეჩნეთის ომის დროს, რომელიც აფხაზეთშიც იბრძოდა. თუმცა პუტინი იმუქრებოდა, რომ ბასაევის მსგავსი სხვა მრავალი მეთაური კვლავ ცოცხლები იყვნენ.
“ახლა რაც შეეხება საქართველოს, მათ სჯერათ, რომ NATO-ს ფარის მეშვეობით ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენენ. ეს სწორი გზაა, მათზე NATO-ს სამხედრო ქოლგა რომ გავრცელდეს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციების ნება მიეცეთ? იქ ავღანეთის მსგავსი პარტიზანული ომი დაიწყება. NATO ამ ომში ჩაერთვება? რა თქმა უნდა, არა.
საქართველოში ხალხი უნდა ვაიძულოთ, რომ საკუთარი საშინაო პრობლემები სხვა გზით გადაჭრან. ისინი ასე მოიქცევიან, თუ იძულებულები იქნებიან. იქ არსებობს ეთნიკური პრობლემები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მზად ვართ, მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დავეხმაროთ, მაგრამ ისე, რომ პატარა ეთნიკურმა ჯგუფებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მაგრამ თუ ისინი ხალხს იქ NATO-ს მოსვლით შეაშინებენ, ეს არ იმუშავებს. ისინი ამას მაინც ვერ შეძლებენ.
ნახავთ ხალხს, რომლებიც მთებიდან ჩამოვა და ყველა მიმართულებით სროლას დაიწყებენ. ხალხს, რომლებსაც ისე ეცმევათ, როგორც მათ, ვინც თქვენთვის გასულ ღამეს ცეკვავდნენ. რუსეთმა ეს კარგად იცის და იქ მეგობრებს იჩენდა. როცა აქ ომი იყო 10 წლის წინ, ჩეჩნებმა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი ოპერაციები შეწყვიტეს და იქ საბრძოლველად წავიდნენ. ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ერთ-ერთი მათი ლიდერი ორი წლის წინ მოვკალით, მაგრამ კიდევ მეტია. ჩვენ ისინი იქ არ გაგვიგზავნია, მაგრამ ყველა მათგანი აქ იყო, როცა ომი დაიწყო.
საქართველოს ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ უნდა ვუბიძგოთ. მათი NATO-ში მიღება მათ მხოლოდ წაახალისებს, რომ ამას სამხედრო გზით მიხედონ, შეიარაღდნენ. რუსეთისთვის კი ყოველთვის არსებობს ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ახალი სამხედრო ბაზებისა და იარაღის სისტემების განთავსების. ეს არის ჩვენი არგუმენტაცია მოვლენათა ასეთი განვითარების წინააღმდეგ. არ ველი რეაქციას.” – უთხრა შეხვედრის დროს პუტინმა ბუშს.
tabula.ge