თაზო დათუნაშვილი – საახალწლოდ ყველა მოქალაქე მთავრობას აგინებს იმ ფასების გამო, რაც ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ხვდება, ამიტომ ს დამნაშავედ და მონსტრად ბიზნესი გამოჰყავს – ეს არის ანონსი, რომ ვიღაცებს ფასების გამო დაიჭერს

კობახიძე როგორც ყოველთვის, დამნაშავედ და მონსტრად ბიზნესს გამოიყვანს – წინასაახალწლოდ ხალხს დაუანონსა, რომ ადამიანებს ფასების გამო დაიჭერს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სასურსათო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ზე კარგად ხვდებიან, რომ პროკურატურა ყველაფრის წამალი არ არის და მთავრობის პრობლემაა ის, რომ საქართველოში პირველად პროდუქტებზე ფასები 95%-ით იზრდება.
„როდესაც ბრიფინგებს ვმართავდი და ვამბობდი, რომ საქართველოში ფასებთან მიმართებაში კატასტროფა ხდება, მაშინ ეს იყო ტყუილი და არ არსებობდა [პრობლემა]. ახლა პრემიერ-მინისტრს პოპულისტურად დასჭირდა ეს ყველაფერი. დეკემბრის ბოლო დღეებში საქართველოს ყველა მოქალაქე მთავრობას აგინებს იმ ფასების გამო, რაც ბაზრებში და სუპერმარკეტებში ხვდება, რათა წინასაახალწლო სუფრა გაშალოს. [] მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისკენ მიდის და პოპულისტურად გადაწყვიტა, რომ რისხვა ბიზნესისკენ მიმართოს. როგორც ყოველთვის, დამნაშავედ და მონსტრად ბიზნესს გამოიყვანს. სავარაუდოდ, ვიღაცების სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს, ოღონდ არ შეეხება დღგ-ს გადასახადს, რომელიც საკვებ პროდუქტებზე აბსურდულია – ჩვენთან არის 18%, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში კი 4%-5%. ამათ რომ ჰკითხოთ, ხელისუფლება არაფერზე არაა ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი, ყველა ბოროტების სათავე უნდა იპოვონ ან კერძო სექტორში, ან ოპოზიციაში, ან ქვეყნის გარეთ. წინასაახალწლოდ, ადამიანებს დაუანონსა, რომ ფასების გამო დაიჭერს ადამიანებს. ლაპარაკია სისხლის სამართლის დევნაზე და არა იმაზე, რომ სახელმწიფომ გადადგას რეალური ქმედითი ნაბიჯი, მაგალითად, დღგ-ს გადასახადი დაუწიოს საკვებ პროდუქტებს. ისევ პროკურატურის ჩართვა ამ საქმეში, როგორც ყველაფერში. საქართველოს მოქალაქეები კობახიძეზე კარგად ხვდებიან, რომ პროკურატურა ყველაფრის წამალი არ არის და მთავრობის პრობლემაა ის, რომ საქართველოში 95%-ით იზრდება პირველად პროდუქტებზე ფასები,“ – განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.