ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას “ბარსელონა” “ფენერბაჰჩეს” ესტუმრა და 71:72 დამარცხდა.
შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა, საბოლოოდ კი, უეიდ ბოლდვინზე აღებული ჯარიმისა და ზუსტად გარდასახული 3 საჯარიმო სროლის შემდეგ, თურქებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება დაიტოვეს.
კაპიტანმა მატჩი გამოტოვა, “ბლაუგრანას” შემადგენლობაში საუკეთესო კევინ პანტერი, 20 ქულით, 1 მოხსნით, 2-2 ასისტითა და ჩაჭრით გახლდათ. დარიო ბრიზუელამ თავი 19 ქულით გამოიჩინა.
სტამბულელების მხრიდან ტალენ ჰორტონ ტაკერმა და ტარიკ ბიბეროვიჩმა თანაბარი 16-16 ქულა ჩააგდეს, მატჩის გმირის, ბოლდვინის ანგარიშზე კი 15 ქულა გახლდათ.
კატალონიელები 12 გამარჯვებითა და 6 წაგებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს, “ბილბაოსთან” გამართავენ.
“ფენერბაჰჩეს” 11 მოგება და 6 მარცხი აქვს, რითაც მე-5 პოზიციას იკავებს, 27 დეკემბერს კი “მანისას” უმასპინძლებს.
[VIDEO] “ბარსელონამ” და “ბასკონიამ” ევროლიგის ისტორია დაწერეს – სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
“ბარსამ” მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა
“მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა” – შენგელიას “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჰყავს




