რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა ორი ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 24 დეკემბრის ღამეს უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე საჰაერო ბომბებით დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქში სამი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმამ ავტოფარეხებში ხანძარი გამოიწვია და ავტომობილები დააზიანა. ფედოროვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების დასადგენად მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება