ალექსანდრე რაქვიაშვილი:
შეუძლებელია, რომ კორუფციონერი იყოს მხოლოდ სუს-ის უფროსი ან რომელიმე მინისტრი. თუნდაც ქოლ. ცენტრი რომ მუშაობდეს, საჭიროა, რომ მთელი სამართალდამცავი სისტემა ხუჭავდეს ამაზე თვალს. ამიტომ თუ ყველა კორუფციონერის დაჭერა მართლა გინდა, ათობით და ასობით ადამიანის დაჭერა მოგიწევს. რაც მთავარია, რადგან კორუფციას ცუდი კანონები იწვევს, კორუფციასთან ბრძოლა პარლამენტში უნდა იწყებოდეს, ამ კანონების გადაკეთებით.
ხოლო, როცა მხოლოდ ერთეულებს იჭერ და კანონების ცვლილებაზე არც კი ფიქრობ, ამას რაც გინდა ის შეგიძლია დაარქვა გარდა კორუფციასთან ბრძოლისა.




