პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

შაბათს „ფონტენესთან“ თასის მატჩში (4:0) პსჟ-ს 18 წლის გარემარბი კენტენ ნჯანტუ დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს.
„პარიზიენის“ ცნობით, ნჯანტუმ მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და 6-8 კვირა მოუწევს უქმობა.
ნჯანტუმ 13 დეკემბერს პარიზული გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა – მან „მეცის“ კარი დალაშქრა.
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა – ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული