ს სასამართლომ გარი კასპაროვი დაუსწრებლად დააპატიმრა – უკვე მეორედ

მოსკოვის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა პუტინის ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ აქტივისტს, წარსულში მსოფლიოს ჩემპიონს ჭადრაკში, გარი კასპაროვს. მას ბრალად ედება „ტერორიზმის გამართლება“.
გარი კასპაროვი წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 23 დეკემბერს წერს, რომ კასპაროვისთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება „რუსეთში მისი დაკავების, ან რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის მომენტიდან“.
გარი კასპაროვისთვის წაყენებული ბრალი – „ტერორიზმის საჯარო გამართლება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით“, ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კონკრეტულად რა ფაქტებს ეხება ბრალი, „ტასი“ არ წერს.
რუსეთის ხელისუფლებას პუტინისა და ში ომის მოწინააღმდეგე გარი კასპაროვი „უცხოეთის აგენტად“ ჰყავს გამოცხადებული. კასპაროვი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრშიცაა.
რუსეთის სასამართლომ უკვე მეორედ მიიღო გარი კასპაროვის დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება.
2024 წლის აპრილში ქალაქ სიკტივკარის სასამართლომ კასპაროვს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა „ტერორისტული გაერთიანების შექმნის“ ბრალდებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ