ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავა – მას ჯაშუშობას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მეარაყიშვილი ამ დროისთვის ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. მის წინააღმდეგ აღძრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კდოექსი საქმე, რომელიც 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და 10-დან 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ე.წ გენერალური პროკურატურა თამარ მეარაყიშვილზე წერს: „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“
მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“