„ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება“ – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მგზავრთა მომსახურებას განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.




