ტეხასში მექსიკის საზღვაო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელსაც ახალგაზრდა პაციენტი და შვიდი სხვა ადამიანი გადაჰყავდა, -ის ტეხასის შტატის ქალაქ გალვესტონის მახლობლად ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, ბორტზე მყოფი ოთხი ადამიანი საზღვაო ოფიცერი იყო, ოთხი კი – სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მგზავრებიდან ორი არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, რომელიც მძიმე დამწვრობის მქონე მექსიკელ ბავშვებს დახმარებას უწევს, გალვესტონის საავადმყოფოში ტრანსპორტირების ჩათვლით.
კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს