რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა და გემი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა კვლავ შეუტია ოდესას თავდასხმის დრონებით. თავდასხმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი დაზიანდა. შესაბამისი სამსახურები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ“, – აცხადებს კიპერი.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, 22 დეკემბრის ღამეს, ოდესაში დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“