კაია კალასი – ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია – ველით, რომ ყველა პარტნიორი მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა – აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ სა და გრენლანდიას სოლიდარობას ვუცხადებთ. ველით, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და გაერო-ს ქარტიითა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთაშორისო ვალდებულებებს დაიცავს“, – წერს კალასი X-ზე.
კაია კალასის განცხადება -ის პრეზიდენტის, ს მიერ გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას შტატის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნას მოჰყვა.
მანამდე, დანიელი და გრენლანდიელი ხალხის მხარდასაჭერი განცხადება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ გაავრცელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ