გერმანიის თავდაცვის მინისტრი – მოსკოვიდან არ მოდის სიგნალები, რომ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებულია

პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ამერიკელების, ევროპელებისა და უკრაინელების ძალისხმევის მიუხედავად, მოსკოვიდან არ მოდის სიგნალები, რომ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებულია“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ასევე, მისი თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის არ სჯერა.
„მსგავსი სცენარის არ მჯერა. ჩემი აზრით, პუტინს ნატო-ს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი მსოფლიო ომის დაწყების განზრახვა არ აქვს. მას ალიანსის შიგნიდან განადგურება სურს. მისი ერთიანობის ეჭვქვეშ დაყენებითა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე ალიანსის რეაგირების გამოცდით“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება