ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე იაპონიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სახაზინო სამსახურის უფროსი დავით გამყრელიძე და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ნათია გულუა.
განხილულ იქნა საქართველოს საჯარო ფინანსების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და ღია ბიუჯეტის კვლევის (Open Budget Survey) შედეგები.
მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა იაპონიის პარლამენტის წევრი კარენ მაკიშიმა და მის შემადგენლობაში შედიოდნენ ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში საპარლამენტო ვიცე-მინისტრი, ციფრული სააგენტოს გენერალური დირექტორი და ციფრული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს




