და ანტონიო კოშტა – დანიელ და გრენლანდიელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ – არქტიკის უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება

დანიელ და გრენლანდიელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ , – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, და ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„არქტიკის უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მხრივ ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას ვცდილობთ. ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია. აღნიშნული პრინციპები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა.
ჯეფ ლენდრიმ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი პატივია ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია -ის ნაწილი გახდეს“, – დაწერა ლენდრიმ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…