გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს – კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმეზე

„გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, – განაცხადა მ დღეს, 22 დეკემბერს ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად.
მისი თქმით, „საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით“.
„ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – თქვა მან, თუმცა არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა.
იქვე დაამატა, რომ თავს იკავებს კონკრეტიკისაგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
კითხვაზე, არის თუ არა მზად, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, კალაძემ უპასუხა: „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.
· ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, კახა კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ მემკვიდრე სააქციო საზოგადოებიდან, „პროგრესიდან“ გამომძიებლებმა ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს;
· ტელევიზიის თანახმად, ბანკის არქივს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს;
· „ტვ პირველის“ ცნობით, საუბარია ტრანზაქციებზე, აქციონერთა დეპოზიტებსა და გადარიცხვებზე;
· ამავე წყაროს თანახმად, საქმესთან დაკავშირებით 2024 წლის 24 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა გიორგი მოდრეკელიძის სახლში, – ის ბანკის გარდაქმნის შემდეგ ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.
· კალაძემ „პროგრეს ბანკში“ – ბანკში, რომელიც 2007 წელს დააფუძნა – 78%-იანი წილი 2013 წელს გაყიდა და მიჰყიდა ბიზნესმენ ილია გავრილოვს; გავრილოვი 2023 წელს რუსეთში დააკავეს.
· ეროვნული ბანკის ცნობით, სს „პროგრეს ბანკის“ აქციონერთა კრებამ 2016 წელს მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.
· ბანკის 22%-ის მფლობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო;
· 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი „ ბანკმა“ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა