პეტრე ცისკარიშვილი – ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან

ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით, მათ ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან, კრემლთან და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებენ ისეთს, როგორიც აწყობს კრემლს და პუტინს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სწორედ იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც „კრემლს“ და პუტინს აწყობს.
„დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის შემდგომ გაწყვეტილია და ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ ეს ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით, სატელეფონო ზარებით, ვიზიტებით, კომუნიკაციით, მათ ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან, კრემლთან, საგარეო დაზვერვის სამსახურთან, “ეფ-ეს-ბე”-სთან და ყველა იმ აქტორთან, რომელიც მოსკოვში იღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს „ოცნების“ რეჟიმმა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებენ ისეთს, როგორიც აწყობს კრემლს და პუტინს“, – აღნიშნავს პეტრე ცისკარიშვილი, რომლის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა