დიმიტრი პესკოვი – კიევის რეჟიმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებს

მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინის თავდასხმების აღკვეთას ცდილობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმი თავისი მანკიერი მხარის ჩვენებას განაგრძობს იმით, რომ იგი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამს. ისინი ხალხის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებენ“, – განაცხადა პესკოვმა.
კვირას, ქალაქ დონეცკზე განხორციელებულ თავდასხმას პესკოვმა „საშინელი ტერორისტული აქტი“ უწოდა.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სხვა შესაბამისი უწყებები ამ ტიპის ტერორისტული თავდასხმებისგან დასაცავად შესაბამის აუცილებელ ზომებს იღებენ“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, კვირას, დროებით ოკუპირებული დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი დონეცკი დაბომბეს, რის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა 25 ადამიანი. მოსკოვმა დონეცკზე განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!