თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს

თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს
დღევანდელი, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წლევანდელი წელი საქართველოსთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე იყო, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის.
„ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებელი ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია გავმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი.
ამგვარი გამოწვევების ფონზეც კი, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო აძლიერებს და აღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს სხვა სახელმწიფოებთან.
„რა თქმა უნდა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე სახელმწიფოებთან, რომლებთან თანამშრომლობაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც საერთაშორისო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოთაშორისი პროექტების განხორციელების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მნიშვნელობა და როლი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა