დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი დაასახელა

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ლუიზიანას გუბერნატორს ჯეფ ლენდრის გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ნიშნავს.
„ჯეფის ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრენლანდია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მტკიცედ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენი მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ჯეფ ლენდრიმ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ სპეციალურ წარმომადგენლად მისი დანიშვნა ლუიზიანას გუბერნატორის პოსტზე არ იმოქმედებს.
ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს. ამის მოტივად მან უსაფრთხოების მიზეზები და კუნძულის მინერალური რესურსებით დაინტერესება დაასახელა. წლის დასაწყისში ჯეფ ლენდრი ამ იდეა მიესალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ