რატომ აქვს ბენ აფლეკს ჯენიფერ ლოპესის გვერდით მუდმივად დაღლილი და უბედური სახე – მომღერალი საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, ინსაიდერებს კი თავიანთი ვარაუდი აქვთ – Marao
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2022 წელს, 20-წლიანი განშორების შემდეგ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ და იქორწინეს. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათი სიყვარულის ისტორიაც ბევრისთვის შთამაგონებელია. ადამიანებმა კიდევ ერთხელ ირწმუნეს, რომ ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება და გრძნობებს დრო ვერაფერს აკლებს. თუმცა, წყვილის ბედნიერების პარალელურად, სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა კადრი, სადაც ჩანს, რომ ბენ აფლეკი ჯეილოსთან მოწყენილია, ნაძალადევად იღიმის და სულაც არ არის აღფრთოვანებული იმ ყველაფრით, რაც აქვს. მსგავსი ვიდეოები და ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება და დიდ გამოხმაურებასაც იწვევს.
ჯენიფერ ლოპესი საერთაშორისო მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებზე კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა ახლა გადაწყვიტა, ერთგულ გულშემატკივრებს საკუთარი პოზიცია გაუზიაროს.
“ბენი კარგად არის. მასზე ფიქრი არ გჭირდებათ… ნება მომეცით, უბრალოდ გითხრათ, რომ კარგადაა, ბედნიერია და აქ არის, ჩემთან ერთად.” – თქვა ჯენიფერ ლოპესმა.
ჯენიფერი ამბობს, რომ ვერ ხვდება, რატომ აკეთებს მედია და საზოგადოება ამას და რატომ ცდილობს, წყვილს შორის უთანხმოება ძალით გამოიგონოს. ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ბენი ისვენებს და ბედნიერია.