ევროპამ 80 წლის განმავლობაში აშშ-ს მივანდეთ ჩვენი უსაფრთხოება და ისე ვიქცეოდით, თითქოს ეს უფასოა, თუმცა ამის ფასი პირობებით შებოჭვა იყო – ჯორჯია მელონი
ნუ ელით, რომ დაქვემდებარებულები ვიქნებით — თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, – ასე მიმართა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.
მისი თქმით, სანამ ყველა პანიკაშია იმის გამო, რომ აშშ-მა ევროპიდან ჯარები გაიყვანოს, ის არავის ეხვეწება, რადგან ევროპის 80-წლიან სიზარმაცეს ამხელს.
„გამოიღვიძეთ, გაიზარდეთ და შეწყვიტეთ იმის მტკიცება, თითქოს აშშ-ს მფარველობა ოდესმე უფასო იყო. მას ყოველთვის ახლდა გარკვეული პირობები“, – თქვა პრემიერმა.
მელონი ამბობს, რომ ის არ არის ანტიამერიკელი; მას სურს მტკიცე კავშირი აშშ-სთან, თუმცა პატივისცემაზე და არა დამოკიდებულებაზე დამყარებული. მას აღარ სურს უცხოელი ბოსებისგან ბრძანებების მიღება.
„ჩვენ 80 წლის განმავლობაში აშშ-ს მივანდეთ ჩვენი უსაფრთხოება და ისე ვიქცეოდით, თითქოს ეს უფასო იყო. ეს ასე არ ყოფილა. ამის ფასი პირობებით შებოჭვა იყო. თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით, არასდროს მოგვწონდა უცხოური ჩარევა, საიდანაც არ უნდა ყოფილიყო ის.
ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია ძვირადღირებული თავისუფლება, ვიდრე ძალიან ძვირი, მაგრამ ერთი შეხედვით კომფორტული მონობა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირი აშშ-სთან, ოღონდ თანასწორთა დიალოგის რეჟიმში და არა დაქვემდებარებულის პოზიციიდან. ევროპამ საბოლოოდ უნდა ააშენოს ნატოს ისეთი საყრდენი, რომელიც თავისი სიძლიერითა და ღირსებით ამერიკულის ტოლფასი იქნება და შეძლებს მსოფლიოს ყველა ძალასთან საუბარს“, – თქვა მელონმა.




