სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად – ისეთი, როგორიც გიყვართ

„სანებოს“ ყველის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს: ბრენდის ასორტიმენტს ქართველებისთვის ერთ-ერთი ძალიან პოპულარული – ყველი იმერულად დაემატა.
„სანებოს“ ყველი იმერულად თანამედროვე ტექნოლოგიებითა და წარმოების მრავალწლიანი გამოცდილებით იქმნება. წარმოების პროცესის თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება. ყველა მათგანი სრულად შეესაბამება უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს.
„სანებოს“ ყველი იმერულად ზომიერად მარილიანია. ის ნაზი, გლუვი, დაბალანსებული სტრუქტურითა და მკვრივი ზედაპირით გამოირჩევა. ყველი მთელი წლის განმავლობაში საუკეთესო ხარისხის, ნატურალური ქართული რძისგან მზადდება. საგულისხმოა, რომ საუკეთესო ხარისხის მისაღებად, ის ორმაგ პასტერიზაციას გადის.
“სანებოსთვის” იმერული ყველის შეთავაზება მნიშვნელოვანი და საამაყო ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქართული ყველის განვითარებას ვაგრძელებთ. 13 წლის წინ “სანებომ” ქართველ მომხმარებელს პირველი ეტიკეტირებული ყველი შესთავაზა. ამჯერად კი დავიწყეთ იმერული ყველის წარმოება, რომლის გემოვნური თვისებებისა და ხარისხის შეფასება მათ საუკეთესოდ გამოსდით”, – აცხადებენ “სანებოს” ბრენდის წარმომადგენლობაში.
ტრადიციულად იმერული ყველი ეროვნული კულინარიის, სუფრისა თუ უბრალოდ ყოველდღიური წახემსების განუყოფელი ნაწილია. მას საუკეთესო გემო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს. სანებოს ყველი იმერულად შესანიშნავი არჩევანია კერძებზე მისაყოლებლად, მსუბუქი სადილისას თუ ქართული კულინარიის საუცხოო ნიმუშის — ხაჭაპურის მომზადებისას.
„სანებო“ პრეზიდენტისგან ქართული ყველის წარმოებას აერთიანებს. იმერულის გარდა, კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახეობებს შორისაა საუკეთესო ხარისხის, ქართული ნატურალური რძისგან, მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქარხნული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი და ალპური. ამიერიდან კი ამ მრავალფეროვან არჩევანს უკვე განსაკუთრებული პროდუქტი – ყველი იმერულად დაემატა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი: „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში