კახა ჯაფარიძე: ერთი ფერარის ღირებულება დაახლოებით 250 000 ევროდან იწყება და… იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერები ვალებში იხრჩობიან, სადაც სტუდენტები ღამეებს ათენებენ მუშაობაში, რომ სწავლის თანხა გადაიხადონ…

აქციის მონაწილე კახა ჯაფარიძე:
საქართველოში გუშინ „ფერარის“ შოურუმი გახნა კალაძემ და მ საზეიმო ვითარებაში, დიდი რეკლამითა და ფუფუნებით.
ხელისუფლება და პროპაგანდისტული არხები ამას ისე ფუთავენ, თითქოს ეს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელია. გვიქმნიან წარმატებული სახელმწიფოს ფასადს, ვიტრინას, რომლის მიღმაც რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. საზოგადოებამდე „სიკეთე“ არ მიდის, ეს მხოლოდ თვალის ახვევაა.
ერთი ფერარის ღირებულება დაახლოებით 250 000 ევროდან იწყება და 350 000-ს სცდება, რაც ჩვენს ფულზე თითქმის მილიონი ლარია.
იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერები ვალებში იხრჩობიან, სადაც სტუდენტები ღამეებს ათენებენ მუშაობაში, რომ სწავლის თანხა გადაიხადონ და სადაც 3.5-მილიონიან მოსახლეობაში, ოფიციალური მონაცემებით 700 000-მდე ადამიანი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარზეა, თქვენი აზრით, რომელი პატიოსანი ქართველი მოქალაქე შეძლებს ამ მანქანის ყიდვას?
ეს შოურუმი გათვლილია „ოცნების“ კორუმპირებულ ელიტაზე, „კლანის“ წევრებზე და იმ ფულიან რუსებსა თუ არაბებზე, რომლებიც თბილისში ბინებისა და მიწების შესყიდვის შემდეგ, ახლა უკვე კომფორტისთვის „ფერარისაც“ იქვე, ადგილზე შეიძენენ.
ჩვენ, რიგითი მოქალაქეები უბრალოდ მომსახურე პერსონალად დაგვტოვეს.