დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი, 21 დეკემბერს მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.