„ქართული ოცნება“ – „ადმინისტრაციული გამჭვირვალობით“ საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

„ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა“ (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.
„ქართული ოცნების“ ცნობით, ანგარიშის მიხედვით, „ადმინისტრაციული გამჭვირვალობით“ საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.
„კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად, გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ადმინისტრაციული გამჭვირვალობის საკითხი (გვ 48-49). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. დოკუმენტის ფარგლებში ვიზალიზირებულია ევროპის ქვეყნების რეიტინგი. საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების კონტექსტში წარმოდგენილი „ადმინისტრაციული გამჭვირვალობის“ შეფასების 10 ბალიანი სისტემით, საქართველომ 10 ქულა დაიმსახურა და ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს: საფრანგეთს, ესტონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, სლოვენიას და უსწრებს ევროკავშირის წევრ ყველა დანარჩენ ქვეყანას. „ადმინისტრაციული გამჭვირვალობით“ ევროპაში თანაბარი შეფასებით ბოლო პოზიციაზე მოხვდა: , გერმანია და ირლანდია. „ადმინისტრაციული გამჭვირვალობის“ ინდიკატორი ძირითადად, ეხება საჯარო მეთვალყურეობის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ორგანიზაციების საკუთრების მონაცემების, მათი საჯარო კონტრაქტების და მათთან დაკავშირებული აუდიტირებული დასკვნების გამოქვეყნების საკითხი. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცუდი მუშაობის ახსნა ის არის, რომ გამჭვირვალობაში ინვესტიციები არ ჩადეს. მათ უძრავ ქონებასა და ბიზნესში სერიოზულად შეაღწიეს ოლიგარქებმა და ფულის გამთეთრებლებმა დან და სხვა ქვეყნებიდან (როგორც, მაგალითად, Wirecard-ის კოლაფსმა აჩვენა გერმანიაში, რომელმაც გამოავლინა გერმანელი მარეგულირებლების კორუფცია, ასევე რუსულ დაზვერვასთან კავშირი), ამიტომ, ექსპერტთა შეფასებით, საკუთრებასთან დაკავშირებული ჩანაწერების ღიად გამოქვეყნება ამ ქვეყნებისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. მკვლევართათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბანკების საკუთრების გამჭვირვალობის ნაკლებობა, რამაც უკვე გამოიწვია ფულის გათეთრების სანახაობრივი ოპერაციები მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ დასავლეთ ევროპის ბანკები (გვ48)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.