პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ სამხარაძე, ყაველაშვილის ვიზიტს სერბეთში ეხმაურება და წერს:
თითქმის 4 წლის მანძილზე ვმუშაობდი საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლში. პროტოკოლის ასეთი უხეში დარღვევა ცხოვრებაში არ მინახავს, რა სირცხვილია! ახლა მოგიყვებით, რა სამუშაოს ვაკეთებდით პროტოკოლის თანამშრომლები ვიზიტამდე და მერე გააცნობიერებთ კიდევ ამ ჩაფლავების სიმძიმეს. 1. ყოველ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე (3-10 გააჩნია ვიზიტს და საქმის მოცულობას), პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი ჩადის იმ ქვეყანაში, სადაც უნდა გაიმართოს ვიზიტი. ვიზიტის ყველა დეტალს არკვევს ეს თანამშრომელი + დაცვის, პრესის, კვების, ფრენების, პილოტების, ტრანსპორტირების, კომუნიკაციების, განთავსებისა და სხვა უამრავი დეტალის ჩათვლით, ყველაფერს აკეთებს ერთი ან მაქსიმუმ ორი ადამიანი.
2. ადგილობრივი კოლეგა აწვდის საქართველოს მხარეს ოფიციალური ღონისძიების დეტალურ ინსტრუქციას. ასევე წინასწარ ათვალიერებენ ადგილს და გადიან ყველა დეტალს ადგილზე.
3. ამის შემდეგ წინასწარ ვიზიტში მყოფი პროტოკოლის თანამშრომელი ადგენს ვიზიტის დეტალურ პროგრამას ცალკე პრეზიდენტისთვის და ცალკე დანარჩენი დელეგაციებისთვის, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალი წერია. მართლა. ყველაფერი. მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ პრეზიდენტის პროგრამა:
09:00 სასტუმროდან გასვლა
(დრესკოდი: შავი ჰალსტუხი და შავი პიჯაკი). ჰო, ესეც კი წერია, პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაა როგორ ჩაიცვამს.
09:20 X სასახლეში მისვლა.
მანქანა გაჩერდება წითელ ხალიჩასთან.
X ქვეყნის პრეზიდენტი პირადად ხვდება სტუმარს. ართმევს ხელს და იწყებენ მოძრაობას წითელ ხალიჩაზე.
20 მეტრში ბრუნდები მარჯვნივ და თავის დაკვრით ესალმები საპატიო ყარაულს და პატივს მიაგებ მასპინძელი ქვეყნის დროშას!
10 მეტრის გავლის შემდეგ ხელს ართმევ დამხვედრი დელეგაციის წევრებს.
15 მეტრის გავლის შემდეგ დგები X ქვეყნის პრეზიდეტის გვერდით მის მარცხენა/მარჯვენა მხარეს, სახით საპატიო ყარაულისკენ, უსმენ ჰიმნს. პრესის წარმომადგენლები იღებენ ოფიციალურ ფოტო და ვიდეო მასალას. შედიხართ შენობაში.. და ასე შემდეგ. ყველაფერი ასე დეტალურად. ყველა ნაბიჯი. ვის ხვდება, ვის ართმევს ხელს, თავი საით უნდა მიაბრუნოს, ყვავილები ვის მისცეს, გვირგვინის ლენტი როგორ შეასწოროს და სხვ. (ცხადია, რეალური პროგრამა ხშირად ათეულ გვერდსაც მოიცავს და გაცილებით დეტალურია). დანარჩენი დელეგაციის წევრებისთვისაც დგებოდა ცალკე ვიზიტის პროგრამა, იქაც ყველაფერი ასეთი სიზუსტით. იმათი, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო, თუმცა, ასევე დეტალური. ეს კოლოსალური სამუშაოა, მაგრამ ვიზიტის ადვილად სამართავად იდეალური იყო. აი, ამ სახედარს, რომელიც ოლიგარქმა დასვა პრეზიდენტად, პროგრამა ან არ წაუკითხავს, ან წაიკითხა და ვერაფერი გაიგო. დაარღვია პროტოკოლი და შეურაცხყოფა მიაყენა მასპინძელ მხარესა და მათ სიმბოლიკას. და საერთოდ, რა სახით მოძრაობს, ზედ აწერია რომ “ფეხებზე ჰკიდია”. ნული პატივისცემა. ეს ადამიანი და ზოგადად ქოცები არიან ამ ქვეყნის სირცხვილი, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ. არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს ყოფილა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაერღვიოს პროტოკოლი ასეთი დონის ოფიციალური ვიზიტის დროს. ყველაფერში ასე ერთმანეთზე ბანძები როგორ არიან
#დდშვც #ფსკერი
ვიდეო:
https://www.facebook.com/share/v/18wmsyqcai/




