აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უარყვეს ეპშტეინის ფაილების რედაქტირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასაცავად, დოკუმენტების ნაწილობრივი და მკაცრად ცენზურირებული გამოქვეყნების გამო კრიტიკის ფონზე.
ეპშტეინის მსხვერპლის მიერ აღშფოთება გამოითქვა მას შემდეგ, რაც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, გარდაცვლილი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტაინის წინააღმდეგ აღძრული საქმეების ჩანაწერების დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობის ტექსტები გაშავებული, ხოლო ფოტოები ცენზურის მიერ გადარჩეული.
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა, დაიცვა იუსტიციის დეპარტამენტი და გადაწყვეტილება რამდენიმე ჯგუფური ფოტოს, მათ შორის, სულ მცირე, ერთზე ტრამპის გამოსახულების ამოღების შესახებ.
„არსებობდა შეშფოთება ამ ქალებთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ეს ფოტო გამოვაქვეყნეთ“, – განუცხადა ბლანშმა, პრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა NBC-ის გადაცემა “Meet the Press-ში”
„ამიტომ, ჩვენ ეს ფოტო მოვხსენით. მას არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტ ტრამპთან“.
როდესაც ჰკითხეს, მოხდა თუ არა რომელიმე მასალის ცენზურაში გატარება პოლიტიკური მოსაზრებით გამო – რაც უკანონო იქნებოდა – ბლანშმა უპასუხა: „აბსოლუტურად, კატეგორიულად არა“.
იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეპშტეინის მსხვერპლი დაიცვა მასალების ცენზურით – ადგილების გაშავებით.
ტრამპმა სცადა ხელი შეეშალა ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამჟღავნებისთვის. ბრალდებული 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაიცვალა სასამართლო პროცესის მოლოდინში.
პრეზიდენტმა საბოლოოდ დათმო კონგრესის – მათ შორის საკუთარი პარტიის წევრების – მზარდი ზეწოლა და ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მასალის გამოქვეყნებას ავალდებულებდა.
ტრამპი ოდესღაც ეპშტეინის ახლო მეგობარი იყო, რეგულარულად ესწრებოდა წვეულებებს, მაგრამ მასთან ურთიერთობა დაპატიმრებამდე წლებით ადრე გაწყვიტა და თვლის, რომ რამეში მისი დადანაშაულების საფუძელი არ არსებობს.
დემოკრატიული წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა, გადაცემა „This Week“-ში განაცხადა, რომ იუსტიციის უწყების მოხელეებმა 15 დღის განმავლობაში კონგრესს წერილობითი ახსნა-განმარტება უნდა მიაწოდონ იმის შესახებ, თუ რატომ დამალეს დოკუმენტები.
„რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, ეს თავდაპირველი დოკუმენტის გამოქვეყნება არასაკმარისია“, – თქვა ჯეფრისმა.
21 დეკემბერს Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ტრამპის ფოტოს შემცველი ერთი ფაილი, როგორც ჩანს, 20 დეკემბერს წაიშალა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან.
ეს სურათი იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან წაშლილ 16-მდე ფოტოს შორის იყო, იტყობინებოდნენ The New York Times-ი, NPR-ი და Associated Press-ი.
ფორუმი




