ზელენსკი ყოველდღიურად აგრძელებს ურთიერთობას ერმაკთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა – DW

ზელენსკი ყოველდღიურად აგრძელებს ურთიერთობას ერმაკთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა – DW
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, რომელიც მ კორუფციული სკანდალის გამო გაათავისუფლა, ქვეყნის ლიდერთან ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას- ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინულ გამოცემა “ზერკალო ნედელიზე” დაყრდნობით წერს.
„ერმაკი არსად წასულა. ის უბრალოდ აღარ ზის ოფისში და პროცესებს 24/7-ზე აღარ მართავს. თუმცა, ის მუდმივად ხაზზეა, საღამოობით კი პრეზიდენტის სახლშია კონჩა-ზასპაში. სულ ესაა“, – წერს ინა ვედერნიკოვა, უკრაინული გამოცემის რედაქტორი.
გამოცემის ცნობით, ერმაკის გადადგომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა, თუმცა, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.
ვედერნიკოვას თქმით, ზოგიერთი კანდიდატი ამ სიიდან ამოიღეს. თავად ზელენსკი კი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლების ის სისტემა, რომელიც ერმაკმა მისთვის ააგო. ჟურნალისტის წყაროს ცნობით, ზელენსკი მზადაა ოფისი პირდაპირ მართოს, „მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები დაუტოვოს, ანალიტიკური ბლოკი კი არსებულ სტრუქტურებს შორის გადაანაწილოს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატზე“.
„პაუზა, რომელიც პრეზიდენტმა აიღო, განსაზღვრავს ძველ-ახალი გარემოცვის სიფრთხილესაც. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკისთან აშკარად გახშირდა ფრაქციის თავმჯდომარის ს, იულია სვირიდენკოს, მიხეილ ფედოროვის, კირილ ბუდანოვისა და სხვების სტუმრობა, ერმაკის ჩამოწერას, ისევე როგორც ადრე, არავინ ჩქარობს“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში