-მა ვენესუელასთან მეორე სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში, მეორე სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელურ ნავთობზე სრული ბლოკადა გამოაცხადა.
Bloomberg-ის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ სუპერტანკერ Centuries-ზე დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი იყო, რომელიც იურიდიულად ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. დაკავება დაადასტურა -ის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემიმ, აღნიშნა რა, რომ სანაპირო დაცვამ ხომალდი თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით შეაჩერა.
რამდენიმე დღით ადრე აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან ტანკერი Skipper-იც დააკავა, რასაც კარაკასმა „საერთაშორისო მეკობრეობა“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამ ნაბიჯებმა ვენესუელის ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეაფერხა – ქვეყანამ უკვე ვერ გაყიდა დაახლოებით 6 მილიონი ბარელი ნავთობი.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სანქცირებული ვენესუელური ნავთობის გადაზიდვების წინააღმდეგ ზომები გაგრძელდება, პარალელურად კი ვაშინგტონი მადუროს რეჟიმზე ზეწოლას აძლიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?