“ლობისტმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა თითქოს სკანდალური ინფორმაციით გადაეფარათ” – რა კონკრეტული დავალება მისცა როზნერმა “ნაცმოძრაობას”

ლობისტმა ჯერემი როზნერმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ თითქოს სკანდალური ინფორმაციით. ამის შესახებ სტატიას kvira.ge აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონტაქტზე არიან.
“კვირას” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს აქვს პროგრესი, როზნერმა დაავალა “ნაცმოძრაობის” ლიდერებს, რომ მათი ტელევიზიებით, გამოქვეყნდებოდა თუ არა კვლევა, მაქსიმალურად აეწიათ 13 იანვრიდან გადანახული ნიუსი და წარმოეჩინათ ისე, თითქოს, ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ – ახალი სკანდალური ინფორმაცია – წერს გამოცემა “კვირა.”
საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 2024 წელს შესამოწმებელ თანამდებობრივ პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაზე, რომელიც ამა წლის 12 იანვრით თარიღდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება